თემურ იკოშვილი

თემურ იკოშვილი, უცხო ენების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. საზოგადოებრივი ურთიერთობის ფირმის ყოფილი მმართველი პარტნიორი.

ამჟამად დისტანციურად დაკავებულია სტატიების წერით, ინგლისურის სწავლებასთან ერთად აგარაში, შიდა ქართლის რეგიონი.

საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

თემურის ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი 2”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნამ”. მისი თარგმანით სარგებლობენ საჯარო და კერძო სტრუქტურები უცხოელებთან კომუნიკაციისთვის.

სწავლების დაწყებამდე იგი მუშაობდა ევროპულ კომპანიაში, სადაც მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდნენ.

საერთაშორისო ფორუმებზე ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებსა და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.

გრძელვადიანი პერიოდით აპირებს საგანმანათლებლო სექტორში დარჩენას.

იკოშვილის ვებგვერდზე იხილავთ პოსტებს როგორც პროფესიის, ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე.

სხვადასხვა დროს უთანამშრომლია ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან. მათ შორისაა რომპეტროლი, კარფური, ლუკა პოლარე.

ფლობს ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის განხრით. დააარსა ხუთი სტუდენტური კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არასამეწარმეო ორგანიზაცია “იკოსკო” – განათლების სფეროდან, მისი შექმნილია.

მოხალისეობრივ საწყისებზე თემური ასევე ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ მედია გაერთიანებას. არის გუგლის მიერ აღიარებული მენეჯერი ციფრული მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თუ შეთავაზებისთვის გაუგზავნეთ შეტყობინება საკონტაქტო ფორმით:

temurikoshvili.com/კონტაქტი