რეგისტრაცია

შესავალი

სექტემბრიდან დაბა აგარაში რიგით მეხუთე, უცხო ენების სასწავლო სეზონი გაიხსნა, შემოდგომა 2022. ინგლისურზე ჩასაწერად მომაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: 1. სახელი, გვარი; 2. ასაკი; 3. მობილურის ნომერი.

არასრულწლოვნის მისაღებად უნდა დამიკავშირდეს ბავშვის მშობელი თუ მეურვე ტელეფონზე: +995 598 21 26 87; ფეისბუქით: Temur Ikoshvili

სასწავლო პროცესი კლასში იმართება და არა დისტანციურად. ყოველთვიური საფასური ოცდაათ ლარს შეადგენს. ენობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტირება არის უფასო.

დაცულია კორონავირუსის გამო დადგენილი რეკომენდაციები. ვუფრთხილდებით საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

მეცადინეობა

გაკვეთილები მრავალფეროვანია და მოიცავს წიგნზე მუშაობას, მოსმენის სავარჯიშოებს, ტექნოლოგიას, დაფასთან გამოსვლას, კითხვა-პასუხს, სამაგიდო თამაშებს. ყურადღება პრაქტიკულ ნაწილზე არის გამახვილებული.

სტუდენტები ამასთანავე სარგებლობენ ბიბლიოთეკით, რომელიც საკლასო ოთახშია განთავსებული. აქ შეხვდებით თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას.

წევრთა მინიმალური რიცხვი მოსამზადებელ ჯგუფში არის ოთხი. გამოცდის ჩათვლით, თვეში ექვსი შეხვედრა ტარდება.

კურსის დასკვნითი ეტაპი მხოლოდ ინგლისურად მიმდინარეობს. ეს მოსწავლეს მეტყველების განვითარებასა და სასაუბრო კომპლექსის დაძლევაში ეხმარება.

ინსტრუქტორი

სერტიფიცირებული პედაგოგი თემურ იკოშვილი წლებია, რაც უცხო ენებს ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

მისი ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი 2”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნამ”. თემურის თარგმანით სარგებლობენ საჯარო და კერძო სტრუქტურები უცხოელებთან კომუნიკაციისთვის.

სწავლების დაწყებამდე იგი მუშაობდა ევროპულ კომპანიაში, სადაც მარტო ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდნენ. საერთაშორისო ფორუმებზე ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებთან და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.


აქვეა განვლილი სასწავლო პერიოდის ფოტო გალერეა. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, მხარდამჭერებს, რომელთა გარეშე განათლების ახალი კერა ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა. თემურ იკოშვილის მოსწავლეები დაბა აგარიდან